მულტიბრენდული ფეხსაცმლის სახლი Schuhaus Shon 2012 წლიდან ფუნქციონირებს.ამ პერიოდის განმავლობაში ათასობით ადამიანმა ისარგებლა ჩვენი მომსახურებით და უკვე ბევრი მათგანისათვის შონი ასოცირდება მაღალი ხარისხის, კომფორტული ფეხსაცმელის სტანდარტთან. დღევანდელი ფეხსაცმლის ბაზარი შემდეგი ტენდენციით გამოირჩევა : მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს  კომფორტს და ნატურალური მასალებისგან დამზადებულ პროდუქციას.სწორედ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით იქნა შერჩეული ჩვენს მაღაზიებში არსებული ბრენდები. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ევროპულ ბრენდებთან, რომელთა არსებობაც ასწლეულებს ითვლის და პრიორიტეტს ანიჭებენ წარმოებული ფეხსაცმლის ხარისხს და არა რაოდენობას. შონის ქსელში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ევროპული ბრენდები : Gabor Shoes; Peter Kaiser; Hogl; Tamaris; Rieker; Bugatti Shoes; Fretz men.

ჩვენ გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენს მომხმარებელს. ჩვენ მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს . ეს ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთპატივისცემასა და გრძელვადიანი პარტნიორობის სურვილზე. სწორედ ამიტომაც მომხმარებელს ვთავაზობთ ისეთ ფეხსაცმელს, რომელზეც მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამჟამად წარმოდგენილი ვართ სამი მაღაზიით.

 

ჩვენი ბრენდები

“Gabor”

საუკუნეზე მეტია, ცნობილი გერმანული საოჯახო ბრენდი „გაბორი“ არ ღალატობს დაპირებას და მომხმარებლისთვის გამორჩეულად საინტერესო სტილისა და ხარისხს ქმნის.

„გაბორის“ მწარმოებელმა იცის, რომ სწორედ ის ფეხსაცმელია (პროდუქციაა) უნიკალური და უძლებს დროს, რომელიც ზუსტად პასუხობს მოთხოვნას კომფორტსა და სილამაზეზე.

ათწლეულების მანძილზე გამოთქმაც კი დამკვიდრდა, – „გაბორის სტილი“, რაც ნაწარმის შექმნის ოსტატობაზე და მაღალ ხარისხზე მიუთითებს. მომხმარებლის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობისა და განსაკუთრებული დამოკიდებულებით იქმნება ამ ბრენდის ნებისმიერი პროდუქცია და რომლითაც ასე ამაყობს კომპანია.

„გაბორის“ ოჯახის მიერ შექმნილი  ბრენდი წარმატებულად ოპერირებს 64 ქვეყანაში და მუდმივად ვითარდება. ახლა კი, უკვე საქართველოშიც გვაქვს „გაბორის“ პროდუქციის შეძენის შესაძლებლობა.